Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ფიორენტინას სენსის იჯარით აყვანა სურს

ფიორენტინა სტეფანო სენსის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს და იტალიური მედიის ცნობით, ფლორენციელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანის იმედი აქვთ.

La Nazione-ს ცნობით, ფიორენტინა ინტერს ფეხბურთელის 1-წლიან იჯარას სთავაზობს, რომლის ამოწურვის შემდეგ მისი გამოსყიდვის ვალდებულება 13 მილიონ ევროდ დაეკისრებათ.

ბენეამატამ სენსი 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა და ეს გუნდისთვის კაპიტალის დაკარგვა იქნება, მაგრამ იტალიელი ფეხბურთელის ტრავმების გათვალისწინებით შესაძლოა ინტერმა თანხმობა განაცხადოს. ბოლო სიტყვა გუნდის ახალ თავკაცს სიმონე ინძაგის ექნება.