Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი დათმობაზე წასვლას არ აპირებს და იუვენტუსისგან სრულ კომპენსაციას ითხოვს…

იუვენტუსის თავკაცის მაქს ალეგრის გუნდიდან წასვლა სეზონის ბოლოს ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რაც ტურინულ გრანდს საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდება.

მაქსის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და იუვენტუსს იმედი ჰქონდა, რომ მხარეები ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტის თაობაზე შეთანხმდებოდნენ და ალეგრი გარკვეულ თანხაზე უარს იტყოდა, თუმცა Tuttosport-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

ალეგრისა და მისი სტაფის ხელფასები იუვენტუსს სეზონში დაახლოებით 8-9 მილიონი ევრო უჯდება, რაც TAX-ების ჩათვლით 18-19 მილიონია…