Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არნაუტოვიჩი და აუგუსტო ატლეტიკოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ

ინტერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მარკო არნაუტოვიჩი და კარლოს აუგუსტო ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკოსთან მატჩს ტრავმების გამო გამოტოვებენ.

ორივე ფეხბურთელმა დაზიანება ბოლონიასთან მატჩის მსვლელობისას მიიღო, რის გამოც ისინი გუნდს უახლოეს პერიოდში ვერ დაეხმარებიან.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, აუგუსტოს მარცხენა წვივის კუნთის პრობლემა აქვს, არნაუტოვიჩს კი მარჯვენა ბარძაყის კუნთის გაჭიმულობა დაუდასტურდა.