Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ზომერის შესანიშნავი მიღწევა ინტერში…

ინტერის კიპერმა იან ზომერმა კარის მშრალად შენახვა ამჯერად ბოლონიასთან მატჩში შეძლო და ვეტერანი ფეხბურთელი ლომბარდიული გრანდის ლეგენდებს გაუთანაბრდა.

ზომერმა სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში კარი მშრალად 17-ჯერ შეინახა, რაც აქამდე მხოლოდ ჟულიო სეზარმა და სამირ ჰანდანოვიჩმა შეძლეს, კიდევ ერთი მატჩი გაშვებული გოლის გარეშე კი სარეკორდო იქნება.

საერთო ჯამში, ზომერმა მიმდინარე სეზონში ინტერის მაისურით 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, კარი მშრალად 23-ჯერ შეინახა და მხოლოდ 15 გოლი გაუშვა…