Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბასტონიმ ზაფხულში შესაძლოა ინტერი დატოვოს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერის მცველმა ალესანდრო ბასტონიმ შესაძლოა ზაფხულში ლომბარდიული გრანდი დატოვოს.

წყაროს ცნობით, ბასტონი ინტერის პროექტის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მოიაზრება და გუნდის დატოვება არც თავად იტალიელს სურს, მაგრამ ნერაძურის რთული ფინანსური სიტუაციის ფონზე, გუნდს გარკვეული მსხვერპლის გაღება მოუწევს.

ბასტონის მსურველები მრავლად ჰყავს და თუ ინტერი მის სანაცვლოდ 70-75-მილიონიან წინადადებას მიიღებს, იტალიელი ფეხბურთელი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.