Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ლოკატელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის

იუვენტუსი მანუელ ლოკატელის თამაშით უკმაყოფილოა და სეზონის ბოლოს მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

TuttoJuve-ს ცნობით, იტალიელმა ნახევარმცველმა გუნდის მოლოდინები ვერ გაამართლა, ამიტომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მანუელის სანაცვლოდ მიღებული წინადადებების განხილვას გეგმავს და შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში, ის ტურინულ გრანდს დატოვებს.

წყაროს ინფორმაციით, ლოკატელის მიმართ ინტერესს ინგლისური გუნდები, ასევე ბაიერნი იჩენს.