Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია ლუკაკუს ტრავმასთან დაკავშირებით

რომას ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ მილანთან მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც მას შეხვედრის ნაადრევად დატოვება მოუწია.

ბელგიელმა გუშინ საღამოს სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა და საბედნიეროდ, მას მუხლის დაზიანება არ აქვს, თუმცა ლუკაკუს კუნთის გაჭიმულობა დაუდასტურდა.

Sky Sport-ის ცნობით, რომელუ განმეორებით შემოწმებას მომდევნო 48 საათში გაივლის და მისი მოედანზე დაბრუნების დრო ამის შემდეგ გვეცოდინება.