Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

უდინეზე – რომას მატჩის თარიღი ცნობილია

სერია ა-მ უდინეზე – რომას შორის გაწყვეტილი მატჩის ახალი თარიღი დაადასტურა.

შეხვედრა, რომელიც ევან ნ’დიკას ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეჩერდა, 25 აპრილს, 72-ე წუთიდან განახლდება და რეგლამენტის მიხედვით გუნდებს მოედანზე ნებისმიერი სასტარტო შემადგენლობის გამოყვანა შეეძლებათ.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ რომა უკმაყოფილო დატოვა, რადგან ჯალოროსის 28 აპრილს ნაპოლის წინააღმდეგ უწევს თამაში, 2 მაისს კი ევროპა ლიგის ნახევარფინალში ლევერკუზენთან პირველი მატჩი ელოდება.