Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსი კოპმეინერსის სანაცვლოდ მოთხოვნილ 60 მილიონს იხდის…

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსს ატალანტას ნახევარმცველის ტეუნ კოპმეინერსის ტრანსფერში ჩელსის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

SportMediaset-ის ცნობით, ჩელსი მზად არის, ნიდერლანდელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ატალანტას მიერ მოთხოვნილი 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

წყაროს ინფორმაციით, თავად 26 წლის ფეხბურთელს სერია ა-ში დარჩენა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, ამიტომ ფავორიტად კვლავ იუვენტუსი მოიაზრება, თუმცა რამდენად შეძლებს ტურინული გრანდი ლა დეას ფინანსური მოთხოვმების დაკმაყოფილებას, ეს ამ მომენტისთვის რთული სათქმელია…