Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ჟესუსის ტრანსფერით ინტერესდება

ბრიტანული გამოცემა Teamtalk-ის ინფორმაციით, იუვენტუსი არსენალის შემტევის გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერით ინტერესდება.

ტურინულმა გრანდმა ზაფხულში შესაძლოა მატიას სულე და ფედერიკო კიეზა გაყიდოს და ბრაზილიელი ფეხბურთელი მათ ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად განიხილება.

წყაროს ცნობით, არსენალი 27 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 50-55 მილიონ ევროს ითხოვს.