Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის რიგებში დაძაბულობა პიკს აღწევს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლის გასახდელში სერიოზული დაძაბულობაა და გუნდის დატოვებას სეზონის ბოლოს არაერთი ფეხბურთელი გეგმავს.

Il Mattino-ს ცნობით, ემპოლისთან მარცხის შემდეგ ნაპოლის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისსა და გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს შორის არც თუ ისე პოზიტიური საუბარი გაიმართა, რის შემდეგაც ფეხბურთელებმა გუნდის დატოვება ითხოვეს.

წყაროს ინფორმაციით, ნაპოლის დატოვების სურვილი ღიად რამდენიმე ფეხბურთელმა, მათ შორის ჯოვანი დი ლორენცომ და ზამბო ანგისამ დააფიქსირეს, დე ლაურენტისი კი ზაფხულში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს და ფეხბურთელებს, რომლებსაც ნაპოლის მაისურის ტარება არ უნდათ, გუნდის დატოვების საშუალება ექნებათ, თუ რომელიმე გუნდი მათ სანაცვლოდ შესაბამის წინადადებას გააკეთებს.