Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერმა დუმფრისთან კონტრაქტზე მოლაპარაკებები განაახლა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დენზელ დუმფრისსა და ინტერს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე განახლდა.

ნიდერლანდელის მიმდინარე ხელშეკრულება გუნდთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და თუ სეზონის ბოლომდე მხარეებმა საერთო ენა ვერ გამონახეს, ნერაძურის მისი გაყიდვა მოუწევს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი დუმფრისთან ახალი კონტრაქტის ფინანსურ ასპექტებზე შეთანხმებას კიდევ ერთხელ ეცდება და თუ მხარეები ვერც ამჯერად შეთანხმდნენ, ნიდერლანდელი ლომბარდიულ გრანდს დატოვებს.