Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინძაგი:“ დამსახურებული გამარჯვება, ატლეტიკოსთან ურთლესი მატჩი გველოდება“

ინტერის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ბოლონიასთან მატჩი შეაფასა.

„ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან გუნდის დაბადების დღეს პატივი უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით ვეცით.

„ბოლონიამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში შემთხვევით არ იმყოფება, მათ შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ გამარჯვება დავიმსახურეთ.

„ინტერს შესანიშნავი სეზონი აქვს, ბიჭები გამორჩეულ შედეგებს დებენ, მაგრამ წინ კიდევ 10 ტური გვაქვს და ყურადღების მოდუნება არ შეიძლება.

„ტრავმები ? არნაუტოვიჩს სავარაუდოდ კუნთის პრობლემა აქვს, აუგუსტოს კი წვივის დისკომფორტი ჰქონდა. იმედი მაქვს, ისინი გუნდს მოკლე დროში დაუბრუნდებიან.

„ატლეტიკო ? ეს არის გუნდი, რომელიც საშინაო არენაზე გაცილებით უკეთესად თამაშობს. ვიცით, თუ რა დონის ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ მათ და ჩვენ ამ მატჩისთვის საუკეთესოდ მოვემზადებით.“