Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი ალექს სანდროსთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსს ბრაზილიელ ფეხბურთელთან ალექს სანდროსთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს.

სანდროს ხელშეკრულება რამდენიმე დღის წინ ავტომატურად კიდევ 1 წლით, 2024 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდა, თუმცა ტურინული გრანდი მისი თამაშით კმაყოფილი არ არის და ფეხბურთელის გაშვება სურს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ალექს სანდროს მიმართ ინტერესს გალათასარაი იჩენს და სანდროსთან პირადი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე მართავს.