Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსში ხელშეუხებელი მხოლოდ ერთი ფეხბურთელია

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის შემადგენლობაში სეზონის ბოლოს მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი და ტურინული გრანდის რიგებში ხელშეუხებელი მხოლოდ ერთი ფეხბურთელია.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ნებისმიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებას განიხილავს, თუმცა გუნდი კენან ილდისის გაყიდვას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს.

ტურინელები თურქ ტალანტთან ახალი კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და ის გუნდის პროექტის უმნიშვნელოვანეს ფიგურად მოიაზრება.