Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კრიშიტელო:“ მილანმა დე ძერბისთან მოლაპარაკებები დაიწყო“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა მიკელე კრიშიტელომ მილანის მხრიდან რობერტო დე ძერბის მიმართ არსებული ინტერესი დაადასტურა.

წყაროს ცნობით, ლომბარდიულ გრანდსა და იტალიელი მწვრთნელის აგენტს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და დე ძერბი სერია ა-ში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.

პრობლემა რობერტოს კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხა – 15 მილიონი ევროა, რომლის გადახდა ლომბარდიულ გრანდს არ სურს.