Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლაუტაროს ახალ კონტრაქტს გაოფიციალურებაღა აკლია

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი და ლაუტარო მარტინესი ახალი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლომბარდიული გრანდი არგენტინელი ფორვარდის ხელშეკრულების გახანგრძლივებას მეორე ვარსკვლავის განაღდების პარალელურად დაადასტურებს.

წყაროს ცნობით, ელ ტორო ინტერში 2029 წლის ზაფხულამდე დარჩება და მისი გასამრჯელო სეზონში ბონუსების ჩათვლით 9 მილიონი ევრო იქნება.