Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოფტუს-ჩიკი ვერც პსჟ-ს წინააღმდეგ ითამაშებს…

იუვენტუსთან მარცხის შემდეგ, მილანი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან მატჩისთვის მზადებას შეუდგა.

ლომბარდიული გრანდის განკარგულებაში ბრუნდებიან ტეო ერნანდესი და მაიკ მენიო, რომლებმაც სერია ა-ს გასული ტური დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს, თუმცა სტეფანო პიოლის კვლავ რუბენ ლოფტუს-ჩიკის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.

MilanNews-ის ცნობით, ინგლისელი ფეხბურთელი კვლავ გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს და ის პარიზელთა წინააღმდეგ სტეფანო პიოლის განკარგულებაში არ იქნება.