Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკარონი:“ ზაფხულში ხმაურიან ტრანსფერს არ გამოვრიცხავთ, იბრას დაბრუნება ?…“

მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ როსონერის ფინანსური წლის ანგარიში შეაჯამა (დეტალები იხილეთ აქ) და გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„2018 წელს, როდესაც მე გუნდში მოვედი, მილანის ფინანსებში ნამდვილი ქაოსი იყო, გუნდის შედეგები კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, თუმცა ჩვენ ამ პერიოდში მნიშვნელოვანი გზა გამოვიარეთ, მოვიგეთ სკუდეტო და დავბრუნდით ჩემპიონთა ლიგაზე.

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ ფაქტს, რომ გუნდმა წელი პოზიტიური ბალანსით დაასრულა, ჩვენ გავაორმაგეთ შემოსავალი და ის ახლა 400 მილიონ ევროს აჭარბებს, გავაუმჯობესეთ შედეგები მოედანზე და მის მიღმა.

„დაგვეხმარება თუ არა ეს ხმაურიან ტრანსფერში ? გუნდის ფინანსური სიტუაცია პირდაპირ კავშირშია მის სპორტულ მიღწევებთან, ამიტომ თუ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გამოვალთ და სერია ა-ში სეზონს მინიმუმ ოთხეულში დავასრულებთ, გამორიცხული არაფერია.

„ახალი სტადიონი ? ჩვენ ამ თემაზე უკვე 4 წელია ვმუშაობთ და ქალაქის მერიის მხარდაჭერა რომ გვქონოდა, ახლა სტადიონი დასრულებული იქნებოდა. ჩვენ სან სიროს პროექტი წარსულს ჩავაბარეთ და ახლა სან დონატოს ტერიტორიაზე ვმუშაობთ, კარდინალემ დაგეგმარებაში 40 მილიონი უკვე ჩადო და იმედი გვაქვს, რომ მშენებლობას მომდევნო წლის შუა რიცხვებში დავიწყებთ.

„იბრას შესაძლო დაბრუნება ? ეს მისი გადასაწყვეტია, ზლატანი ჩვენი მეგობარია და მეგობრებისთვის მილანის კარი ყოველთვის ღიაა.“