Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ლოკატელი:“ ტორინოსთან რთული მატჩი გველოდება, იუვეს მიზნები ?…“

იუვენტუსის ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ La Stampa-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მოახლოებული დერბი ? ტორინოს წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არის. მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ.

„ეს ძალიან ფიზიკური თამაში იქნება, რომელში გამარჯვებიშტვის თითოეულ ჩვენგანს 100 პროცენტით დახარჯვა მოუწევს. იმედი მაქვს, რომ გოლის გატანას შევძლებ, ეს გრძნობა ძალიან მაკლია.

„გამორჩეული მატჩი იუვეს მაისურით ჩატარებულ 99 მატჩში ? საუკეთესო 2022 წელს რომასთან გამარჯვება იყო. იმ შეხვედრაში ვმარცხდებოდით, თუმცა თამაშის შემოტრიალება შევძელით.

„ყველაზე ცუდი კი ინტერთან კოპა იტალიას ფინალში მარცხი გახლდათ. იმ შეხვედრაში საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენე, რაც დღემდე მაწუხებს.

„იუვეს ამბიციები ? ჩვენი მიზანი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა, ტურნირზე, რომელიც იუვენტუსმა დაიმსახურა. ჩვენ ოთხეულში შესვლა ყველა სირთულის მიუხედავად გასულ სეზონშიც შევძელით, მაგრამ მათ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ მოგვცეს.

„გუნდში ცვლილებები მოხდა, ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც დრო სჭირდებათ, მაგრამ იუვენტუსი ბევრ დროს ვერ მოგცემს, აქ ყოველთვის მზად უნდა იყო.

„სხვაობა ალეგრისა და დე ძერბის შორის ? ისინი ერთმანეთისგან განსხვავებულები და უნიკალურები არიან. მე რობერტოსთან გამორჩეული ურთიერთობა მქონდა, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა. სასუოლოში ბავშვი ვიყავი, რომელსაც საჭირო რჩევები და გამოცდილება სჭირდებოდა, რომელიც რობერტომ მომცა.

„იუვენტუსში კი დამხვდა ადამიანი, რომელსაც შესანიშნავი მენტალობა აქვს. მე გამარჯვებულების მოსმენა მიყვარს და მაქსი ერთ-ერთი მათგანია. ხალხს შეუძლია თქვას რაც უნდა, მაგრამ მაქსს ზურგს უამრავი გამარჯვება უმაგრებს.“