Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მანას იუვენტუსში ფუნქციები ჩამოერთვა და ნაპოლის სეზონის ბოლოს შეუერთდება

იტალიური წყაროების ცნობით, ჯოვანი მანა იუვენტუსში აღარ მუშაობს და ის ნაპოლის რიგებს ოფიციალურად სეზონის ბოლოს შეუერთდება.

ახალგაზრდა იტალიელი სპეციალისტი პარტენოპეის რიგებში სპორტული დირექტორის ამპლუას მოირგებს და გუნდის ახალ პროექტს გაუძღვება.

მანა ნაპოლისთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი კიდევ 1 სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.