Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსის საშინელი სტატისტიკა შეტევაში…

იუვენტუსის კრიზისი სერია ა-ში გრძელდება. ტურინულმა გრანდმა კიდევ ერთი უსახური მატჩი ტორინოს წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც 0-0 დასრულდა და მაქს ალეგრის გუნდმა კიდევ ერთი ანტი-რეკორდი დააფიქსირა.

იუვენტუსს სერია ა-ს 32 ტურის შემდეგ 45 გოლი დაუგროვდა, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგია.

შეგახსენებთ, ბიანკონერის სერია ა-ს ბოლო 11 მატჩში მხოლოდ 2 გამარჯვება აქვს.