Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ნაპოლი ზაფხულში სამი ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ

იტალიური მედიის ცნობით, მილანსა და ნაპოლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სამი საერთო სამიზნე ეყოლებათ.

Corriere dello Sport-ის ცნობით, გუნდები ჯოშუა ზირკზეეს, ჯონათან დევიდის ან სანტიაგო ხიმენესის გაფორმებას გეგმავე, თუმცა მათ კონკურენციას სხვა ევროპული გრანდები გაუწევენ.

ნაპოლი ვიქტორ ოსიმენის შემცვლელის ძიებაშია, რომელიც გუნდს ზაფხულში დიდი ალბათობით 110-120 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს, მილანი კი უკვე დიდი ხანია ახალი ფორვადის გაფორმებას გეგმავს და მათი სატრანსფერო ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ ამ პოზიციის გაძლიერებას მოხმარდება.