Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ოსიმენი:“ სპალეტი ნამდვილი გენიოსია…“

ნაპოლის ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„არის თუ არა ოქროს ბურთის მოპოვება ჩემი მიზანი ? ფაქტი, რომ მე ამ დონეზე ვთამაშობ და ნომინანტთა სიაში ვარ, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ოქროს ბურთის მოპოვება ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, თუმცა ახლა ამაზე არ ვფიქრობ.

„პირველი დღეები ნაპოლის რიგებში ? როდესაც მოვედი, მე რჩევები კულიბალის ვკითხე. მან ქალაქის, ქომაგების და გუნდის შესახებ ბევრი რამ მიამბო. წინა გუნდებში გოლის გატანის შემდეგ შენს გვარს არ აცხადებდნენ, აქ კი 60,000 ქომაგი ჩემს გვარს სკანდირებდა, რაც წარმოუდგენელი გრძნობაა.

„დამცავი ნიღაბი ? ადრე ეს უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო, ახლა კი ერთგვარად ჩემი სავიზიტო ბარათი გახდა.

„გამორჩეული ფორვარდი სერია ა-ში ? იმობილე, მისი თამაშის სტილი ძალიან მომწონს, ის საჯარიმოში მომაკვდინებელია.

„სპალეტი ? ის ნამდვილი გენიოსია, რომელმაც ჩემი თამაში საგრძნობლად შეცვალა. ის ფეხბურთელებისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს, სანაცვლოდ კი თავადაც ბოლომდე იხარჯება. იტალიის ნაკრებმა მისი მიყვანით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.“