Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სანჩესი ინტერს იანვარში არ დატოვებს

ალექსის სანჩესის ინტერიდან წასვლა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გამოირიცხა.

ჩილელის მიმართ ინტერესს არაბული გუნდები იჩენდნენ, თუმცა მისი გაშვება ნერაძურის არ სურს და გუნდის დატოვება არც თავად სანჩესს მოუთხოვია.

ვეტერანი ფორვარდის მიმდიანრე კონტრაქტი ინტერთან სეზონის ბოლოს იწურება და ის გუნდს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.