Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სიმეონე სეზონის ბოლოს ლაციოს პრიორიტეტული სამიზნე იქნება

ლაციო იგორ ტუდორთან ერთად ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას უკვე შეუდგა და მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ნაპოლის ფორვარდი ჯოვანი სიმეონე იქნება.

ბიანკოჩელესტის რიგებს სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით ჩირო იმობილე დატოვებს და ნაპოლის ფორვარდი ლაციოში სწორედ ვეტერანი იტალიელის შემცვლელად მოიაზრება, რომელთან ერთადაც ტუდორი ვერონაში მუშაობდა.

28 წლის ფეხბურთელი, რომელსაც მეტი სათამაშო დროის მიღება სურს და ლაციოში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, არწივებს დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაუჯდებათ.