Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სრული ნდობა და ახალი კონტრაქტი დე როსის

იტალიური მედიის ცნობით, რომა სეზონის ბოლოს დანიელე დე როსის შენარჩუნებას და მისი კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

დანიელემ რომა დროებით მწვრთნელის ამპლუაში ჩაიბარა, თუმცა ახალგაზრდა იტალიელმა სპეციალისტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და გუნდის ხელმძღვანელობამ მისი შენარჩუნება გადაწყვიტა.

Il Tempo-ს ცნობით, რომას მფლობელი დინ ფრიდკინი იტალიაში გახლდათ, ის გასული ტურის მატჩს დაეწსრო და დე როსის სრული ნდობა გამოუცხადა.

გამოცემის ინფორამციით, დანიელე დიდი ალბათობით რომასთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი შემდგომში კიდევ 1 სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.