Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ზირკზეეს ტრანსფერისთვის კიდევ ერთი ინგლისური გრანდი იბრძოლებს

მილანის, ნაპოლისა და არსენალის შემდეგ, ბოლონიას ფორვარდის ჯოშუა ზირკზეეს ტრანსფერით კიდევ ერთი გრანდი დაინტერესდა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, ამჯერად ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა მანჩესტერ იუნაიტედმა დაიწყო და წითელი ეშმაკები 22 წლის ფორვარდის გასაფორმებლად ფინანსების დაზოგვას არ აპირებენ.

იტალიურ გრანდებს ინგლისელებთან ფინანსურად კონკურენციის გაწევა გაუჭირდებათ, ამიტომ თუ ზირკზეეს პრიორიტეტი იტალიაში დარჩენა არ არის, ის დიდი ალბათობით პრემიერ ლიგაში გადაბარგდება