Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ძოლა:“ კვარა და ლეაუ სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელები არიან“

ლეგენდარულმა ჯანფრანკო ძოლამ ნაპოლისა და მილანს შორის მოახლეობულ მატჩზე ისაუბრა და ლეაუ-კვარას შორის საუკეთესო დაასახელა.

„წინ ძალიან კარგი, სანახაობრივი და დაძაბული მატჩი გველოდება, რომელშიც მონაწილეობას სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელები მიიღებენ.

„ლეაუ და კვარა ? ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩში სხვაობის შექმნა შეუძლიათ. ისინი მახასიათებლებით ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, მაგრამ გარკვეული სხვაობები მაინც არის. რაფას თავისი შესანიშნავი ტალანტის გამოსავლენად მეტად სივრცე სჭირდება, კვარა კი მეტოქეს შესანიშნავად უმკლავდება და ხშირად მომენტის შექმნას რთული მომენტიდან ახერხებს. ეჭვგარეშეა, რომ ორივე გამორჩეული ფეხბურთელია და მათ გვერდით თამაში შესანიშნავი იქნებოდა.

„სკუდეტო ? ნაპოლი და მილანი ჩემს ფავორიტთა შორის არიან, მათ კონკურენციას ინტერი და იუვენტუსი გაუწევენ, რომა და ლაციო კი მათ ერთი ნაბიჯით ჩამორჩებიან.

„გამოკვეთილი ფავორიტი ? ვფიქრობ, რომ ინტერი საუკეთესოა. მათ ძალიან ღრმა და ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, არიან კარგ ფორმაში და უკვე თვეებია სტაბილურად კარგად გამოიყურებიან.

„ოსიმენი ? მისი არყოფნა ნაპოლისთვის ძალიან დიდი დანაკლისია, ვიქტორი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, რომელსაც თანამედროვე ფეხბურთისთვის იდეალური მახასიათებლები აქვს.“