Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიეს ინტერში ტრანსფერი სანჩესზეა დამოკიდებული

ინტერი ნაპოლის კაპიტნის ლორენცო ინსინიეს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება, რომელსაც პარტენოპეისთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალი ხელშეკრულების გახანგრძლივებას ფინანსურ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო ვერ ახერხებენ, ამიტომ მისი გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა გამორიცხული არ არის.

FcInterNews-ის ინფორმციით, თუ ინსინიემ ნაპოლის რიგების დატოვება გადაწყვიტა, სხვა ევროპულ გრანდებთან ერთად მის დამატებას ინტერიც ეცდება, თუმცა ამისთვის ნერაძურის ალექსის სანჩესის გაშვება მოუწევს.

სანჩესი, რომელსაც ინტერთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულს ეწურება, წლიურად გასამრჯელოს სახით 7 მილიონ ევროს იღებს და მისი წასვლის შემთხვევაში, ნერაძური ინსინიეს მოთხოვნილ 5.5-6 მილიონის გადახდას შეძლებს.