Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კონდო:“ მილანმა იუვენტუსთან ჩამორჩენა აღმოფხვრა, დღეს თანაბარი ბრძოლა იქნება“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კონდომ იუვე-მილანის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„დღევანდელი შეხვედრა იუვენტუსსა და მილანს შორის თანაბარი ძალების მქონე გუნდების ჭიდილი იქნება.

„დომინაციის პერიოდში, იუვენტუსს სკუდეტოსთვის ბრძოლა მხოლოდ ერთ სეზონში მოუწია, სხვა წლებში კი ის სხვა გუნდებზე ერთი თავით მაღლა იდგა. ახლა სიტუაცია შეიცვალა და სხვა გუნდებმა, მათ შორის მილანმა იუვენტუსთან ჩამორჩენა საბოლოოდ აღმოფხვრეს.

„ხვალ თუ იუვენტუსი მცირედით ფავორიტად მოიაზრება ეს იმიტომ, რომ ტურინელები სახლში თამაშობენ.“