Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მონტელამ მილანიდან ლოკატელის წასვლის მიზეზი დაასახელა

მილანის ყოფილმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ მანუელ ლოკატელის გაყიდვის მიზეზი ახსნა და იტალიელ ფეხბურთელს ახალი გუნდის არჩევანი მოუწონა.

„ლოკატელის გაყიდვა ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. მე მაშინ გუნდი უკვე დატოვებული მქონდა, მილანში ახალი მენეჯმენტი მივიდა, რომელსაც შედეგების დადება უმოკლეს დროში სურდა და გრძელვადიან პროექტზე მუშაობას არ აპირებდა, მანუელი კი იმ დროისთვის უმაღლესი მიზნებისთვის საბრძოლველად მზად არ იყო.

„მისი იუვენტუსში ტრანსფერი ? ლოკატელიმ სწორი არჩევანი გააკეთა. იუვენტუსის დონის გუნდში ყოველთვის გამარჯვებას ითხოვენ, ეს კი მანუელს თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში დაეხმარება.“