Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილენკოვიჩის ტრანსფერზე მილანის შანსები იზრდება

მილანმა სიმონ კიაერი გამოისყიდა,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ ცენტრალური მცველის დამატებას აღარ აპირებს.მატეო მუსაჩოს კონტრაქტი გუნდთან 2021 წლის ივნისში იწურება და ის გუნდს დატოვებს,ლეო დუარტეს კი ტრავმებთან პრობლემები აქვს და მის იმედზე ყოფნა სარისკოა.

როსონერისთვის და პირადად რალფ რანგნიკისთვის კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე პრიორიტეტული სამიზნე ფიორენტინას ნიკოლა მილენკოვიჩია.ფიორენტინა ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს,თუმცა Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით ნიკოლა ჯერჯერობით არ ჩქარობს და სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.

როსონერი ტრანსფერის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს,მათ შორის იჯარას,შემდგომში გამოსყიდვის გარანტიით,თავად ფიორენტინა კი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *