Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსის კიდევ ერთი წინადადება ჰაკიმის სანაცვლოდ…

ლონდონის ჩელსი აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს დაინტერს კიდევ ერთი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ლურჯები მზად არიან ახალგაზრდა მოროკოელის სანაცვლოდ ინტერს 50 მილიონ ევროსთან ერთად ნერაძურის დიდი ხნის სამიზნე ემერსონ პალმიერი შესთავაზონ.

წყაროს ცნობით, ინტერმა ეს წინადადებაც დაბლოკა და ჰაკიმის 80 მილიონზე ნაკლებად გაყიდვას არ აპირებს.