Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ლაურენტისმა გარსიას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო…

იტალიური მედიის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისმა რუდი გარსიას მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

ნეაპოლიტანური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი მინიმუმ სეზონის ბოლომდე პარტენოპეის სათავეში დარჩება და შუა სეზონში გუნდს არ დატოვებს.

წყაროს ცნობით, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ შუა სეზონში გუნდის ჩაბარება არც ერთ ტოპ მწვრთნელს არ სურს, ამის გარდა კი დე ლაურენტისს მიაჩნია, რომ შუა სეზონში მწვრთნელის გაშვებამ შესაძლოა გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, რაც ნაპოლის დიდ ფინანსურ ზარალს მოუტანს, ამიტომ გარსიას გუნდიდან წასვლა აღარ განიხილება.