Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დი ლორენცო:“ კვარა მოედანზე სხვაობას ქმნის…“

ნაპოლის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ბერლინთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ეს ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა. იყო მომენტები, როდესაც მეტოქე სირთულეებს გვიქმნიდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში გამარჯვება დავიმსახურეთ.

„გასვლაზე გამარჯვება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბერლინის წინააღმდეგ წინ კიდევ ერთი რთული მატჩი გველოდება, მაგრამ ამჯერად ჩვენ ჩვენი ქომაგების წინ ვითამაშებთ, რაც საქმეს საგრძნობლად გაგვიმარტივებს.

„კვარას ასისტი ? ასეთ რთულ მატჩებში შენ სწორედ იმ ფეხბურთელების დახმარება გჭირდება, რომლებიც თავიანთი ხარისხით მოედანზე სხვაობას ქმნიან და მე მოხარული ვარ, რომ ასეთი თანაგუნდელი გვყავს.“