Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მელუზო:“ კვარა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია“

ნაპოლის დირექტორმა მაურო მელუზომ უნიონ ბერლინთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, რომელშიც ჩვენი მიზანი გამარჯვება და 3 ქულის მოპოვებაა. ვიცით, რომ შედეგების მხრივ უფრო სტაბილურები უნდა ვიყოთ, თუმცა ჩვენ ჩვენი ძალების გვჯერა, რადგან გუნდში უამრავი გამორჩეული ფეხბურთელი გვყავს და დიდი ამბიციები გვაქვს.

„გუნდის ლიდერების შესაძლო წასვლა იანვარში ? ჩვენ ამ საკითხს არც კი განვიხილავთ. ყოველთვის არის წინადადება, რომელზეც უარს ვერ იტყვი, მაგრამ ამ მომენტისთვის რომელიმე წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა არც კი განიხილება.

„კვარას ფორმის დაბრუნება ? ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. ხვიჩა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელსაც გამორჩეული ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლები აქვს, რასაც მისი პროფესიონალიზმი ემატება.“