Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალა ტრავმირებულია და სასუოლოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

რომას ფორვარდი პაულო დიბალა ტრავმირებულია და არგენტინელი გუნდს სასუოლოსთან მატჩში ვერ დაეხმარება.

ჯალოროსიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლა ხოიას ადუქტორის პრობლემა აქვს, რის გამოც ის როგორც სასუოლოსთან მატჩს, ასევე სანაკრებო შეხვედრებს გამოტოვებს.

დიბალა რომას განკარგულებაში სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.