Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსმა მოტასთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტისა და SportItalia-ს გენერალური დირექტორის მიკელე კრიშიტელოს ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი ბოლონიას მთავარი მწვრთნელის ტიაგო მოტას გაფორმებაზე აქტიურად მუშაობს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის კონტრაქტის ხანგრძლივობასა და ფინანსურ ასპექტებზე სიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს და იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტის მიმართ არსებული დიდი ინტერესის მიუხედავად, იუვენტუსი გამოკვეთილ ფავორიტად მოიაზრება.

კრიშიტელოს თქმით, მხარეები სეზონის დასრულებას ელოდებიან, რის შემდეგაც მოტა, თუ მან ბოლონიაში დარჩენა არ გადაწყვიტა, იუვენტუსს ოფიციალურად ჩაიბარებს.