Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კოპმეინერსის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა…

ატალანტას ნახევარმცველი ტეუნ კოპმეიენრსი შესანიშნავ გამოსვლას აგრძელებს და პარალელურად მისი სატრანსფერო ფასიც იზრდება.

ნიდერლადნელის მიმართ ინტერესი არაერთმა იტალიურმა გრანდმა, მათ შორის იუვენტუსმა და ნაპოლიმ დააფიქსირეს, თუმცა 26 წლის ფეხბურთელის სერია ა-ში დარჩენა სულ უფრო რთულად წარმოსადგენი ხდება.

SportItalia-ს ცნობით, ლა დეა ზაფხულში კოპმეინერსის სანაცვლოდ დაახლოებით 55-60 მილიონ ევროს მოითხოვს, რისი გადახდაც იტალიელებს გაუჭირდებათ.