Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სერია ა-ს 3 მცველი მანჩესტერის რადარზე

მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში დაცვის გაძლიერებას გეგმავს და წითელი ეშმაკები სასურველ კადრს სერია ა-ში ეძებენ.

SportItalia-ს ცნობით, ინგლისურმა გრანდმა 3 სასურველი კანდიდატი უკვე შეარჩია და ზაფხულში ერთ-ერთი მათგანის დამატებას ეცდება.

წყაროს ინფორმაციით, მანჩესტერი იუვენტუსის გლეისონ ბრემერის, ატალანტას ჯორჯო სკალვინისა და ბოლონიას ჯონ ლუკუმის მიმართ იჩენს ინტერესს, თუმცა მათი პრიორიტეტი ბრაზილიელი ფეხბურთელი გახლავთ, რომლის სანაცვლოდაც იუვე 70-75 მილიონს ითხოვს.