Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მონცას უახლოეს კვირებში ახალი მფლობელი ეყოლება

მონცას წარმომადგენლები საინვესტიციო კომპანია Orienta Capital Partners-თან მოლაპარაკებებს აგრძელებენ და ლომბარდიულ გუნდს უახლოეს პერიოდში ახალი მფლობელი ეყოლება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, იტალიური კომპანია მონცას აქციების 60-70 პროცენტის ყიდვას გეგმავს და სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონი ევროს დახარჯვა მოუწევს.

წყაროს ცნობით, სილვიო ბერლუსკონის ოჯახს ლეგენდარული იტალიელის საპატივცემულოდ გუნდის აქციების სრულად გაყიდვა არ სურს. გამოცემის ინფორმაციით, ადრიანო გალიანი დიდი ალბათობით მონცას დირექტორად დარჩება, თუ გუნდის დატოვებას თავად არ გადაწყვეტს.