Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკარონი:“ ახალი სტადიონის თაობაზე პროგრესი არ არის, თუმცა…“

მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ ახალი სტადიონის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

ლომბარდიული გრანდი ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონის აშენებას უკვე წლებია ცდილობს, მაგრამ ქალაქის მერიისგან თანხმობის მიღებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.

„ახალი სტადიონის საგა გრძელდება და ბოლო პერიოდში არანაირი პროგრესი არ გვაქვს. მე ამ საკითხზე ძალიან ბევრი დრო და ენერგია დავხარჯე და მიჩვეული არ ვარ, რომ რაიმე საკითხის ბოლომდე მიყვანას ვერ ვახერხებ.

„ჩვენ ამ მომენტისთვის 2-3 ვარიანტი გვაქვს, რომელთა შესახებ ჯერჯერობით საუბარს არ ვაპირებ, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ გრძელი და დამღლელი ტუნელის შემდეგ გარკვეულ სინათლეს ვხედავთ.“