Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკარონი:“ გუნდიდან მალდინის წასვლის გამო ფეხბურთელების უკმაყოფილება გასაგებია, თუმცა…“

მილანის პრეზიდენტი პაოლო სკარონი გუნდიდან პაოლო მალდინის გამო ფეხბურთელების უკმაყოფილებაზე ისაუბრა.

„გუნდიდან პაოლო მალდინის მსგავსი მნიშვნელოვანი ფიგურის წასვლა მნიშვნელოვანი სიახლეა და გვესმის, რომ ფეხბურთელები დამწუხრებულები არიან, მაგრამ ჩვენ მათ ავუხსნით, რომ ეს ყველაფერი გუნდის უკეთესი მომავლისთვის კეთდება.

„სურდა თუ არა პაოლოს პიოლის გაშვება ? მე ამ თემაზე საუბარი არ მსურს, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ სტეფანო გუნდის პროექტის ცენტრში რჩება.“