Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკარონი:“ იბრას დაბრუნებას მივესალმებით, მარცხი დერბიში ?…“

მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ იტალიურ მედიასთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მარცხი ინტერთან ? იმედი მაქვს, რომ 5 მარცხის შემდეგ, მომდევნო დერბიში სასურველი შედეგის მიღწევას შევძლებთ, რადგან დერბიში მარცხი თითოეული ჩვენგანისთვის და ქომაგებისთვის რთული გადასატანია.

„ინტერთან მარცხი 6 ქულას არ უდრის, მაგრამ მენტალური კუთხით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 5-1 შემდეგ ჩვენ ცუდ ხასიათზე ვიყავით, მაგრამ ლაციოსთან მატჩში დავამტკიცეთ, რომ ძლიერები ვართ და ერთი მარცხი ვერ გაგვტეხს.

„ახალი ფეხბურთელები ? თითოეულმა მათგანმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მინდა გამოვარჩიო ადლი, რომელსაც გასულ სეზონში ბევრი დრო არ ეძლეოდა, თუმცა ახლა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

„იბრას დაბრუნება მილანში ? ზლატანი ჯერ კარდინალეს შეხვდა, შემდეგ კი იბრას მე და ფურლანი ვესაუბრეთ. მან 1 წელი დასვენება გადაწყვიტა, შემდეგ კი ჩვენ მისი დაბრუნების საკითხს სიამოვნებით განვიხილავთ.“