Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკარონი:“ მილანის პრიორიტეტი სან დონატოს პროექტია, პიოლის მომავალი ?…“

მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარნოიმ ემპოლისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„პიოლი ? ეს თემა იტალიურ მედიაში უკვე დიდი ხანია განხილვის საგანია, თუმცა გუნდის შიგნით ამ საკითხზე არასოდეს გვისაუბრია. პიოლის მილანის სრული ნდობა აქვს.

„PIF-ის შესაძლო მოსვლა მილანში ? ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელიც მედიამ გააბუქა. როგორც ფურლანიმ აღნიშნა, არანაირი მოლაპარაკებები შესაძლო გაყიდვის თაობაზე არ მიმდინარეობს.

„ახალი სტადიონი ? მილანი სან დონატოს პროექტზე მუშაობას აგრძელებს. ჩვენ მიწის ნაკვეთში 40 მილიონი ევრო გადავიხადეთ და ეს ჩვენი პრიორიტეტია. მერ სალას სურს, რომ სან სიროს რეკონსტრუქციის თემაზე კიდევ ერთი მცდელობა ჰქონდეს, ჩვენ წინადადების მოსმენის წინააღმდეგები არ ვართ, მაგრამ ვიმეორებ, აბსოლუტური პრიორიტეტი სან დონატოს პროექტია.“