Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სკარონი:“ პიოლის მილანიდან წასვლა არ განიხილება“

მილანის პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ ფიორენტინასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„პირველ რიგში, მინდა ბარონეს ოჯახსა და ფიორენტინას ბარონეს დაკარგვა მივუსამძიმრო, ის ძალიან კარგი ადამიანი და თავისი საქმის დიდი პროფესიონალი იყო, რომელმაც იტალიური ფეხბურთის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„გამოძიება მილანის მფლობელების წინააღმდეგ ? ჩვენ მშვიდად ვართ, მილანს დასამალი არაფერი აქვს და მიხარია, რომ ამ სიტუაციამ გუნდზე გავლენა ვერ მოახდინა.

„პიოლი ? მე ყოველთვის ვამბობდი, რომ პიოლის წასვლა არ განიხილება, მე ის, მისი მუშაობის სტილი და მოტივაცია ძალიან მომწონს. სტეფანო ფანტასტიკური ადამიანი და სპეციალისტია.“