Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ლინგარდის ტრანსფერით ინტერესდება

ბოლო კვირეებში მილანს არაერთი შემტევი ნახევარმცველი დაუკავშირეს და მათ სიას კიდევ ერთი ფეხბურთელი – ჯესი ლინგარდი შეემატა.

ცნობილი თურქი ჟურნალისტის ეკრემ კონურის ინფორმაციით, 28 წლის ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მალდინი-მასარას დუეტი უკვე მუშაობს და მანჩესტერთან მოლაპარაკებების წამოწყებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

ლინგარდმა, რომლის კონტრაქტიც წითელ ეშმაკებთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, გასული სეზონის მეორე ნახევარი ვესტ ჰემის რიგებში იჯარის წესით გაატარა და პროცესში 9 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, თუმცა ის მანჩესტერის გეგმებში მაინც არ შედის და კონტრაქტის გათვალისწინებით, მისი გაფორმება არც თუ ისე ძვირად იქნება შესაძლებელი.