Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჟირუ მილანს უახლოვდება

Sky Sport Italia-ის ინფორმაციით, ოლივიე ჟირუ და მისი აგენტი კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით ჩელსისთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მხარეები შეთნხმებასთან ახლოს არიან.

მილანს ვეტერანი ფრანგი ფორვარდის გაფორმება უფასოდ სურს, თუმცა შესაძლოა როსონერის გარკვეული კომპენსაციის გადახდა მოუწიოს, მაგრამ ეს სიმბოლური თანხა იქნება.

მილანმა სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდი უკვე დაიწყო და პიოლის სურს, რომ როსონერიმ ტრანსფერი მაქსიმალურად მოკლე დროში დახუროს, ამიტომ შესაძლოა მხარეებმა საერთო ენა აუხლოეს 24 საათში გამონახონ.